რუსთავის 2-სა და ტელეკომპანია საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:26 | 02.10.2015
ნანახია: 1874

რუსთავის 2-სა და ტელეკომპანია საქართველოს წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს გაიმართება.

"მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 2 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება,” - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე