სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ „ჯი-ემ-პი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს
საქართველო, თბილისი - 17:55 | 01.10.2015 ნანახია: 2740
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანია შპს „ჯი-ემ-პი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეძლებს.
შპს „ჯი-ემ-პის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება წარმოადგენს, პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარი კი საქართველოს, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, მოლდავეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელორუსიის მასშტაბითაა განსაზღვრული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯი-ემ-პი“ გამოშვებული პროდუქტის პორტფელის გაფართოებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდას, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და საწარმოს წარმადობის ზრდით ახალი პრეპარატების წარმოების შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ საწარმო აკმაყოფილებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ საერთაშორისო მოთხოვნებს, ფლობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატს და არის „ფარმაცევტული ინჟინერინგის საერთაშორისო ასოციაციისა“ და „სუფთა ტექნოლოგიების პროფესიული გაერთიანების“ წევრი. შპს „ჯი-ემ-პიში“ დასაქმებულთა ოდენობა 290 პირს უტოლდება, პროქტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2,6 მლნ. დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ამავდროულად, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენაა მიმართული.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება