სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული ცხიმის შემცველი რძე გამოავლინა
საქართველო, თბილისი - 17:12 | 01.10.2015 ნანახია: 2125
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულში მდებარე „სმარტიდან“ აღებული შპს „ჯორჯიან მილკის“ მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - „მილკო“) ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს“ 2,5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რის გამოც „ჯორჯიან მილკი“ დაჯარიმდა.
ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.
რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის“, შპს “სამგორი ალკოს“, „ვოლგოდონსკოეს“ ნაღების კარაქსა და „გლეხურ“კარაქში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შედეგების შესახებ პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.
2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვ., გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















