შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 15:37 | 01.10.2015
ნანახია: 1929

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე