აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 18.03.2016
ნანახია: 2107

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების ,,თაგილონისა” და ,,ლექუხონას” ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. 

ქართული მხარისთვის უცნობია როდიდან ამოქმედდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 22-23 მარტს გაიმართება. ქართული მხარე ჟენევაში ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის საკითხსაც დააყენებს.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე