თბილისი უკრაინული კინოს დღეებს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 15.03.2016
ნანახია: 1916

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-20 მარტს თბილისი უკრაინული კინოს დღეებს უმასპინძლებს.

16 მარტს, 11:30 საათზე ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაესწრებიან.

სპეციალურად უკრაინული კინოს დღეებისთვის საქართველოში ოდესის კინოფესტივალის ხელმძღვანელი იულია სინკევიჩი და უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრის ხელმძღვანელი ფილიპ ილიენკო ჩამოვლენ. ორგანიზატორები მაყურებელს საინტერესო პროგრამას სთავაზობენ; ფილმის ჩვენებებთან ერთად დაგემილია პანელ-დისკუსიები და სხვადასხვა შეხვედრა ცნობილ რეჟისორებთან.

უკრაინული კინოს დღეები ოფიციალურად 16 მარტს, 18:30 საათზე, კინოთეატრ ამირანში სერგო ფარაჯანოვის ფილმით „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“  გაიხსნება.

ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრი და უკრაინის საელჩო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე