ბრუკ შილდსი სამკაულებს გაყიდის

საქართველო, თბილისი - 12:57 | 01.10.2015
ნანახია: 4775

ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ბრუკ შილდსმა იუველირ რობერტ პროკოპთან ერთად სამკაულების კოლექცია Legacy Brooke შექმნა.

შილდსის თქმით, კოლექციის შექმნმა მას ინგლისსა და საფრანგეთში მოგზაურობამ შთააგონა, სადაც მან თავისი წინაპრების ისტორია გაიცნო. ბრუკმა დაადგინა, რომ მისი წინაპრები მეფე ლუდოვიკო XIV-ს ენათესავებოდნენ. მისი თქმით, კოლექცია კლასიკური დიზაინით გამოირჩევა.

კოლექცია შეზღუდული ტირაჟიტ გამოვა და მასში შევა თეთრი და ვარდისფერი ოქრის ნაკეთობები, ასევე ბრილიანტის, ამეთვისტოსა და ტოპაზის თველბით მოჭედილი სამკაულები. ძვირფასი ნაკეთობის ფასი 5-დან 30 ათას დოლარამდე იმერყევებს. კოლექცია Saks Fifth Avenue-ის მაღაზიებში გაიყიდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე