"აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 20.12.2024
ნანახია: 654

აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ახლა კრიტიკული დროა:

„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის - ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება." აღნიშნა ალენ ბერსემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს  გენერალური მდივნის ვიზიტს ქვეყანაში, "ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს და ამტკიცებს, რომ ეს არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე