პარლამენტში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 12.12.2024
ნანახია: 4837

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„12 დეკემბრიდან გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე 6 დეკემბერს გაუქმდა და მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე