დონალდ ტრამპმა ამერიკიდან სირიელი ლტოლვილების განდევნის პირობა დადო

საქართველო, თბილისი - 12:07 | 01.10.2015
ნანახია: 1914

 

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნიდან სირიელი ლტოლვილების განდევნის პირობას დებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მილიარდერმა ნიუ-გემპშირში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში სირიიდან ჩასული ლტოლვილებიდან შესაძლოა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებიც იყვნენ.

მისივე თქმით, ბარაკ ობამას პილიტიკამ ერაყში და ქვეყნიდან ამერიკის ჯარების გამოყვანამ გამოიწივია ადგილობრივი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, რამაც ქვეყანა ქაოსში ჩაითრია.

ამასთან ტრამპმა აღნიშნა, რომ თავიდანვე ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგი იყო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე