აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა - Fox News

საქართველო, თბილისი - 11:37 | 06.11.2024
ნანახია: 3282

Fox News-ის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა და უზრუნველყო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს კი – 226 ხმა აქვს.

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა 538-დან სულ მცირე 270-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე