თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:26 | 25.09.2024
ნანახია: 176

წელს თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კალაძის თქმით, ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მოეწყობა. 

"ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას, [...] თუ რა კონცერტები ჩატარდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, რა გასართობი ღონისძიებები იქნება, ყველაფერს მოგაწვდით ინფორმაციის სახით", - თქვა კალაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე