დანიელ ჰაგარის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ისრაელი„ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცეს

საქართველო, თბილისი - 04:40 | 22.09.2024
ნანახია: 780

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ჩრდილოეთ ისრაელში ჰაიფადან ლიბანის საზღვრამდე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ისრაელის ტერიტორია „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცეს.

ჰაგარის განცხადებით, მათ, ვისაც აქვს დაცულ ტერიტორიებზე თავშესაფრის შესაძლებლობა, შეუძლიათ სკოლაში წასვლა და მუშაობა. მისივე თქმით, თუ რაიმე ცვლილება მოხდება ღამით, ისრაელისთავდაცვისძალების  ლოგისტიკური სამსახური გააფრთხილებს ჩრდილოეთის მცხოვრებლებს.

ამასთან, ჰაგარის განცხადებით, ისრაელი ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებს სამხრეთ ლიბანზე.

მისივე თქმით, ისრაელი ლიბანში ბომბავს დანადგარებს, რომლებიც, სამხედროების მტკიცებით, უნდა გამოყენებულიყო ისრაელზე თავდასხმისთვის.

„მთლიანობაში, დღეს ჩვენ დავბომბეთ „ჰეზბოლას“ დაახლოებით 400 გამშვები დანადგარი,“ – განაცხადა ჰაგარიმ.

სპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელი ანადგურებს მეთაურებსა და ტერორისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე