გუშინ მთელი გამოსვლა ანა დოლიძემ „ნაცმოძრაობის“ ლანძღვას მიუძღვნა, აი, იმ ანა დოლიძემ, 2008-ში რუსეთის მხარეს რომ იცავდა, სამაჩაბლო რომ წაგვართვეს, ადვოკატი რომ იყო ოკუპანტის - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 02.08.2024
ნანახია: 1780

მორატორიუმი გამოვაცხადოთო ოპოზიციამო, ერთმანეთს თავს არ დავესხათო და ანა დოლიძემ გუშინ მთელი გამოსვლა „ნაცმოძრაობის“ ლანძღვას მიუძღვნა, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მხოლოდ ფეიკების ლუსტრაციით და მართლა დასავლეთის მომხრეთა გაერთიანებით დაიდება გამარჯვება.

„მორატორიუმი გამოვაცხადოთო ოპოზიციამო, ერთმანეთს თავს არ დავესხათო, კი ბატონოთქო და გუშინ მთელი გამოსვლა (ხაზარაძესთან გაერთიანებულმა) ანა დოლიძემ „ნაცმოძრაობის“ ლანძღვას მიუძღვნა. აი, იმ ანა დოლიძემ, ვითომ „ბანკებს“ – მევახშეებს რომ ებრძოდა შარშან, იმ ანა დოლიძემ 2008-ში რუსეთის მხარეს რომ იცავდა და წარმოადგენდა, სამაჩაბლო რომ წაგვართვეს, ადვოკატი რომ იყო ოკუპანტის. ჰოდა, მორატორიუმი კი არა, მხოლოდ სიმართლით და ფეიკების ლუსტრაციით და მართალთა და მართლა დასავლეთის მომხრეთა გაერთიანებით დაიდება გამარჯვება!“, – წერს ჩარკვიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე