მე არ მივატოვებ უკრაინას და შევინარჩუნებ ნატო-ს ძლიერ ალიანსად - ჯო ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 09:16 | 12.07.2024
ნანახია: 1866

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა განზრახვა გააგრძელოს შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობის პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს გაძლიერების კუთხით. მისი თქმით, ხაზგასმით ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამის სეასხებ მან ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე არ მივატოვებ უკრაინას. მე შევინარჩუნებ ნატო-ს ძლიერ {ალიანსად}

ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ეს არის ზუსტად ის, რასაც გავაგრძელებთ," - თქვა ბაიდენმა

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალი დამოკიდებულია ამერიკელ ხალხზე, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს ნოემბერში.

ბაიდენის თქმით, ეს ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური საკითხი: „ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“.

მან დასძინა, რომ საუბარია არა მის პოლიტიკურ კამპანიაზე, არამედ მომავალ ათწლეულებზე.

ამ კონტექსტში ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის დროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქვა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების საფუძვლად არის მიჩნეული.

გარდა ამისა, ბაიდენმა გაიხსნება ის ფაქტიც, როდესაც  ტრამპმა რუს დიქტატორ პუტინს "გენიოსი" უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე