„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
საქართველო, თბილისი - 11:38 | 09.07.2024 ნანახია: 3540ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ წინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა - მარიამ გურგენიშვილს, რომელიც გემის პირველი ქალი მექანიკოსია და მარიამ ტუსკიას, რომელიც გემის მომავალი კაპიტანია.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მეზღვაურების მხარდაჭერა „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სტრატეგიის ნაწილია, რადგან მეზღვაურის პროფესია ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძოა. გვიხარია, რომ შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიან და ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ მხარში ვუდგავართ მომავალ მეზღვაურ გოგონებს, რომლებმაც ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახეს და ამ ე.წ. არაქალურ საქმიანობად მიჩნეული სპეციალობის არჩევით გაბედული ნაბიჯი გადადგეს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და ამით სხვებისთვისაც ხდებიან დიდი მოტივატორები“.
სტუდენტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს მეზღვაურის პროფესია და რეალურად აპირებს, გაჰყვეს ამ საქმიანობას. სწორედ ასეთი სტუდენტი აღმოჩნდა ლიზი ქავთარაძე, რომელიც მეზღვაურის პროფესიით ბავშვობაში დაინტერესდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე 11 წლის ასაკში სოციალურ ქსელში მეზღვაურ გოგონაზე შემთხვევით ნანახმა სტატიამ მოახდინა.
ლიზი ქავთარაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი: „ადრეული ასაკიდანვე მიზიდავდა ზღვა და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. მეზღვაურობაზე ფიქრი თავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა, თუმცა ოჯახი და მეგობრები დავარწმუნე, რომ ეს ჩემი გულწრფელი არჩევანი იყო. ამ ეტაპზე, როგორც სტუდენტისთვის, მთავარი გამოწვევაა, წარმატებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომლებიც გემის კაპიტნობამდე ღირსეულად მისასვლელად მჭირდება და შემდეგ უკვე შორეულ ნაოსნობაში წავიდე. მეზღვაურებს წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ამ საინტერესო მოგზაურობის საწყის ეტაპზე ვარ და ჩემთვის დიდი მოტივატორია, რომ „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ერთდროულად, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოც არის და სასიხარულოც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და შრომით იმედებს გავამართლებ.
ჩემი დაკვირვებით, საზღვაო სფეროში ქალთა ჩართულობა იზრდება. ადრეულ წლებში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონა მეზღვაური გამხდარიყო. გოგონებს, რომლებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ, მოვუწოდებდი, რომ სჯეროდეთ თავიანთი თავის და თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. არ არსებობს სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც შეუძლებელია“.
ლიზი ქავთარაძეს სჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენით, მტკიცე ხასიათით, მონდომებითა და პროფესიის სიყვარულით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებს, რაც თან ახლავს მეზღვაურის პროფესიას. ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს სტერეოტიპების მსხვრევაში და მაგალითს აძლევს სხვა გოგონებს, რომლებიც გაბედული ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.
__
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა