„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი
საქართველო, თბილისი - 12:13 | 08.07.2024 ნანახია: 3494
- 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა
- „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწყო
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე წლებია, რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ამის დასტურია ის საერთაშორისო ტრენინგები, რომლებსაც „თეგეტა აკადემია“ როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს მიღმა მართავს. სწავლება ჰოლდინგისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს. გამონაკლისი არც 2024 წელია. მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა, რომლებსაც 150-ამდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყო Porsche-ს სატესტო ტრენინგები, რომლებიც Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

Porsche Central and Eastern Europe s.r.o-თან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუ „თეგეტა აკადემია“ ოფიციალურ წარმომადგენლად შეირჩევა, ის უმასპინძლებს Porsche-ს მექანიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იქნება მოლდოვა, ისრაელი, სომხეთი, ყაზახეთი და სხვა.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემია“ კომპანიის პარტნიორ ყველა ბრენდთან თანამშრომლობს, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონში ცოდნის გაზიარებასა და ავტოინდუსტრიის განვითარებას. ახლახან თანამშრომლობა დავიწყეთ Porsche-სთანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემია იქნება მთავარი შეხვედრის ადგილი Porsche-ს გამოცდილი ტრენერებისა და რეგიონის დილერების წარმომადგენლებისთვის. პირველი ეტაპი - სატესტო ტრენინგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გავიარეთ.
ვიმედოვნებთ, რომ „თეგეტა აკადემია“ გახდება სატრენინგო ჰაბი Porsche-სთვისაც და სწორედ ჩვენ ვუმასპინძლებთ წამყვან პროფესიულ ტრენინგებს, ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოფთ რეგიონს“.
„თეგეტა აკადემიამ“ ამ მიმართულებით უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიმდინარე თვეში წარმატებით განახორციელა სამი სასწავლო კურსი: HV Battery Training , DME Basic, Electric Basic. ტრენინგების პრაქტიკული ნაწილის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული თეორიული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკულ დავალებებში რეალურ ავტომობილთან Porsche-ს სერვისცენტრში.
„თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2024 წელი. კომპანიამ 140-ამდე სატრენინგო საათსა და, ჯამში, 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. მათ შორის იყო Bridgestone-ის ბრენდის ტექნიკური ტრენინგი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრენდის მახასიათებლებისა და სეზონურობის შესახებ. აკადემიამ ასევე უმასპინძლა Bosch-ის, Febi-ის, Westalake-ის, MILWAUKEE-ის, Hengst-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების ტრენინგებს.
„თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია MAN-თან თანამშრომლობა. უახლოეს გეგმებში „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ თანამშრომლების გადამზადება და რეგიონული ტრენინგების დანერგვაა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“დირექტორი: „MAN-თან თანამშრომლობით ინტენსიურ ტრენინგებს ყოველ წელს ვმართავთ. თუმცა ამჯერად სიახლე ის არის, რომ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რეგიონული ჰაბის სტატუსის მოსაპოვებლად. MAN-თან თანამშრომლობით იგეგმება კვლევები რეგიონის ბაზრის შესასწავლად. კერძოდ, გვინდა დავადგინოთ, რა ტიპის ტრენინგებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, რის შემდეგაც „თეგეტა აკადემიის“ ადგილობრივ ტრენერებს გადავამზადებთ MAN-ის სტანდარტის შესაბამისად და ისევე, როგორც Porsche-ს შემთხვევაში, სამომავლოდ შევძლებთ სასტარტო ტრენინგების გამართვას დამწყები მექანიკოსებისთვის. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან MAN-ის მიერ სერტიფიცირებას მოითხოვს. ამ ეტაპზე 2 სერტიფიცირებული ტრენერი უკვე გვყავს და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ.
„თეგეტა ჰოლდინგი“ 300-ზე მეტი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი პარტნიორები სისტემატურად აუმჯობესებენ ტექნოლოგიებს, რაც, ბუნებრივია, სერვისს ართულებს. შესაბამისად, როგორც ამ ბრენდების, ისე „თეგეტა ჰოლდინგის“ ინტერესშია, ჩვენი მექანიკოსები იყვნენ კვალიფიციურები, გამარტივდეს სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების შეკეთება, დავამატოთ ახალი სერვისები და მოვემსახუროთ მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს“.
ტრენინგების თვალსაზრისით „თეგეტა აკადემიისთვის“ 2023 წელიც დატვირთული იყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ გასულ წელს 50 საერთაშორისო ტრენინგი გამართა. პარტნიორი ბრენდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი გაზიარება კომპანიის უცვლელი პრიორიტეტია. ამ მიზნით ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
-
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















