ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:42 | 05.07.2024 ნანახია: 1029
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.
მისი თქმით, საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში.
„„ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ „ნაციონალები“, მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება:
– არ თქვა მადლობა
– არ დაუთმო ადგილი
– დასცინე რწმენას
– უარყავი სხვების ცოდნა და გამოცდილება
– დააბეზღე გვერდში მდგომი
– იძალადე, თუ ვინმეს აზრი მიუღებელია
ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ „დასავლეთის“ და „ევროპის“ სახელით. მიზანი მარტივია – საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა, დეგრადირება, რადგან იდეოლოგიით გაჟღენთილი და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოება მათთვის ადვილი სამართავი ჩანს, ვინაიდან ის არა ინდივიდის, არამედ მასის ფსიქოლოგიით მოქმედებს – არა გააზრებულად, არამედ ლოზუნგებს აყოლილი.
სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც ნაცები ებრძვიან არა „ჩამორჩენილი“ და „რეტროგრადული“, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია. ამიტომ პარადოქსია, როდესაც „ნაციონალები“ ამ ღირებულებებს „ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან სინამდვილეში სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ – ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება – ანუ ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მიმდევრები განასახიერებენ.
ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.
საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში.
ამიტომ არის „ნაცობა“ არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია. ამიტომ არის, რომ რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა.
ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც:
– მადლიერება ქცევის ნორმაა
– სადაც ეკლესია საზოგადოების შეკავშირების ძალაა
– სადაც ვუფრთხილდებით მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტებს
– სადაც ყველა ქართველი შენიანია და არა მხოლოდ ის, ვინც შენს ბაბლშია
– სადაც ძალადობა და შევიწროება, დაცინვა და ზიზღი უარყოფილია.
ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















