დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან
საქართველო, თბილისი - 14:10 | 03.07.2024 ნანახია: 3899
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა.
700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად
წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა.

რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თეგეტა მოტორსისა“ და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა.
შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო ტრასას ორი პილოტი ერთი ავტომობილით ფარავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემთხვევაში, 50-წუთიანი გზის პირველი ნახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელი უკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა. ეს უპრეცედენტო წარმატება პირადად ქართველი მრბოლელისთვის და ქართული ავტოსპორტისთვის უკვე დაფიქსირდა.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ჩემთვის, როგორც მრბოლელისთვის, GT OPEN CUP-ზე ასპარეზობამ კარიერაში სრული გარდაქმნა მოახდინა. ამ დღემ ახალი მიზანი და შესაძლებლობები დამისახა და ახალი გზა მაჩვენა. ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისას კი საუკეთესო პირადი შედეგი ძალიან დიდი წარმატებაა.
ზოგადად, განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა მრბოლელისთვის დიდი გამოწვევაა. ავტომობილი, რომლითაც აქამდე ძირითადად ვასპარეზობდი, წინაწამყვანია და ფერარის ნახევარი სიმძლავრე აქვს. GT კლასის ფერარი მართვის სრულიად განსხვავებულ სტილს მოითხოვს, რომელიც სწრაფ გადაწყობასა და ადაპტირებას საჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი ავტომობილია, ფუნქციონალურად განსხვავებულად იმართება. მაღალი სიმძლავრის გამო მარტივია, მრბოლელმა უხეში მოქმედებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, ამიტომ ძალიან ფრთხილი მართვაა საჭირო. ამასთანავე, საბურავების მაღალი ცვეთის პირობებში ავტომობილის რეჟიმების ცვლა აუცილებელია, რათა დაზოგო და რბოლის ბოლომდე შეინარჩუნო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი სწრაფად უნდა ატარო, მნიშვნელოვანია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რათა რესურსი დაზოგო. მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს, ავტომობილი რბოლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში გყავდეს“.
მარიო გომთი, Mertel Motorsport-ის რბოლის მენეჯერი: „დათას პირველად TCR შეჯიბრებაზე შევხვდი. ძალიან სწრაფი, სუპერპროფესიონალი მრბოლელია სწორი დამოკიდებულებით საკუთარი საქმისა და გუნდის მიმართ. მეორე მხრივ კი, ის საოცარი ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია უბრალო საუბარი და მხიარულება. გარდა საერთო საქმისა, სწორედ ეს გახდა დაახლოების საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ დათამ ამ დონისა და მასშტაბის შეჯიბრებაზე იასპარეზა. სუპერპროფესიონალი ქაჯაია და სუპერფერარი ერთად - უკვე ძალიან მაგარი ისტორიის დასაწყისია“.
ასეთი ისტორიები კი იწყება იქ, სადაც უკვე წარმატებულ და ტიტულიან პროფესიონალს ახალი გამოწვევების არ ეშინია. შეუძლია დაადგეს ახალ გზას და საკუთარი ძალები მოსინჯოს იქ, სადაც გარდაუვალი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ვამაყობ, რომ მაღალი დონის ჩემპიონატზე ჩემი მხარდამჭერი ქართული კომპანია იყო. ისტორიაში პირველად, ქართველი მრბოლელი ფერარისთან ერთად ასეთი დონის რბოლაზე „თეგეტას“ მხარდაჭერით მოხვდა. ეს ჩვენს წითელ ფერარიზეც იყო აღბეჭდილი.
ასევე მოხარული ვარ, რომ ისეთი ავტორიტეტული ბრენდის ამბასადორი ვარ, როგორიცაა Shell. თავის მხრივ, ფერარი და Shell უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ. ხშირად მისვამენ შეკითხვას - რომელ ზეთს მოვიხმარ საკუთარი ავტომობილებისთვის. ჩემი არჩევანი არის Shell. უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე საკუთარი თვალით ვნახე, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფსა და ძრავაში Shell-ის ზეთებს იყენებენ. ეს არის ზეთი, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში 50 წუთის განმავლობაში 30 გრადუს სიცხეში გაუჩერებლად, მაქსიმალურ ბრუნზე ძრავის მუშაობისას დატვირთვას უმკლავდება და ავტომობილს დაზიანებისგან იცავს“.
GT OPEN CUP-ისთვის საგზური დათა ქაჯაიამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მოიპოვა, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარა.
GT OPEN CUP-ში კი ქართველი მრბოლელის წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს შეჯიბრებაზე დათა ქაჯაია უკვე ოფიციალურადაც წარდგება. ჩაფხუტს ისევ მოირგებს და ავტორბოლის ისტორიაში მორიგ წარმატებულ თავს დაწერს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















