ასობით მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:34 | 19.06.2024 ნანახია: 290საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.
მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, კომპანიების თანამშრომლები, მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოს დასუფთავების მიმართულებით „სადაგის“ ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მოხალისეები, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო - დავალაგოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. რა თქმა უნდა, „თეგეტა“ მათ გვერდითაა, ვინც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ჩვენთან ერთად იზიარებს.
„თეგეტა“ უკვე მეორე წელია, მონაწილეობს ეკოფესტში, თუმცა ეს წელი განსაკუთრებულია - ამჯერად კომპანიის თანამშრომლებსაც მივეცით შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დასუფთავების საქმეში. გვჯერა, რომ ინდივიდუალურად მსგავს აქტივობებში თანამონაწილეობას თავისი წვლილი შეაქვს იმ კუთხით, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ ეკოჩვევად ვაქციოთ“.
ისევე, როგორც გასულ წელს, დასუფთავების ფესტივალში ამჯერადაც ჩაერთო „თეგეტა გრინ პლანეტი“. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.
„თეგეტა გრინ პლანეტში“ აცხადებენ, რომ სხვადასხვა სექტორის ჩართულობა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი „სადაგის“ ინიციატივას — ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას.
„თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ უმნიშვნელოვანესი საკითხია ნარჩენების ეფექტიანი მართვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. როცა მსგავს აქტივობაში მოქალაქეებიც მონაწილეობენ, გარემოზე ზრუნვის იდეა პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა“.
ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მოხალისეების თბილისიდან ბაკურიანამდე ტრანსპორტირება „სადაგმა“ უზრუნველყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია სამი წელია არსებობს და თვეში რამდენჯერმე ალაგებს სხვადასხვა ტერიტორიას. ორგანიზაციის ინიციატივით, ბაკურიანის დასუფთავების ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.
მაია მესტუმრე, „სადაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წლევანდელი ფესტივალი დაბა ბაკურიანისა და მის მიმდებარედ ტყეების, მინდვრებისა და გზისპირების დასუფთავებას მოიცავდა. როცა ეკოფესტის ორგანიზების იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო, ადგილობრივებისა თუ დამსვენებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ ჩადიან ბაკურიანში და მზად არიან, სხვისი დაყრილი ნარჩენი აიღონ. ამ მაგალითით სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, პროცესს შემოერთებოდნენ.
შარშან ასობით მოხალისე ჩაერთო ფესტივალში და აქტივობა წელსაც ძალიან მაღალი იყო. გვიხარია, რომ არაერთ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა და ისინი მზად არიან, ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე დაალაგონ და მოუარონ ამ ქვეყანას.
მჯერა, რომ თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს ქვეყნის დალაგებაზეც და სისუფთავის შენარჩუნებაზეც. ჩვენი მიზანიც ესაა: ადამიანებმა მეტად დაიწყონ ფიქრი ეკოლოგიაზე და გააცნობიერონ, რომ დაგდებული ერთი ნაყინის ქაღალდი თუ პლასტიკის ბოთლი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე“.
ეკოფესტში 400-მდე მოხალისე მონაწილეობდა. შეგროვდა 86,500 ლიტრზე მეტი ნარჩენი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორდღიანი ფესტივალი, დალაგებასთან ერთად, სახალისო შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავდა, მათ შორის, სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე, ცოცხალ კონცერტს, ბარბექიუს და სხვა.
ფესტივალის მიზანი წელსაც უცვლელია: მოქალაქეებს შეახსენოს არდანაგვიანების მნიშვნელობა და ჩამოუყალიბოს გარემოს დაცვისა და დასუფთავების ჩვევა; დაეხმაროს მათ გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ჩვენგანის როლის გაცნობიერებაში.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია
- ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ - პიტერ სტანო
- ბიძინა ივანიშვილი არის საუკუნის პატრიოტი - ირმა ზავრადაშვილი
- ერთიანობის დეკლარაცია, მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად - თინა ბოკუჩავა
სამართალი
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია
- დაკავებულია 19 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოსთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
მსოფლიო
- ოთხი უცნობი პირი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის სახლში შეიჭრა
- მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება - AFP
- პარიზში დღეს ემანუელ მაკრონისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება
- კენიაში დემონსტრანტებს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
- რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის დეტალებზე - რჩევები და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი Geely Emgrand წარუდგინა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა
სპორტი
- ჩეხეთთან თამაშისთვის მნიშვნელოვანია აღვიდგინოთ ის ძალები, რაც დავხარჯეთ და უკეთესად დავბრუნდეთ - გიორგი ქოჩორაშვილ
- ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება