ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი - გია ვოლსკი სანქციებზე

საქართველო, თბილისი - 17:32 | 10.06.2024
ნანახია: 865

სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით სერიოზული გაუგებრობაა, ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„აშშ-ის ვიზა არ მაქვს. საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულებაა, როცა კანონმდებელი კანონს იღებს და ის შეიძლება, დასანქიცრდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არასწორია. რაც მთავარია, რადიკალური სხვაობაა იმ პოლიტიკასთან, რომელიც ატლანტიკურ საბჭოს აქვს. იმედია, ეს ოდესმე დასრულდება. არის სერიოზული გაუგებრობა. ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე