უკრაინას კრემლზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება არ აქვს - ჯო ბაიდენი
საქართველო, თბილისი - 18:17 | 06.06.2024 ნანახია: 1547
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მას შემდეგ, რაც მას რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული იერიშების უფლება მიეცა, არ გამოიყენებს ამერიკულ იარაღს მოსკოვისა და კრემლის წინააღმდეგ. ამის შესახებ ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა ამერიკული იარაღი უკვე გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების დროსმას შემდეგ, რაც ბაიდენმა ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის მახლობლად მისი შეზღუდულად გამოყენების ნებართვა გასცა.
პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა განმარტა, რომ ეს იარაღი არ გამოიყენებოდა რუსეთის დედაქალაქზე ან მთავრობის ადმინისტრაციაზე თავდასხმისთვის.
„ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას {უკრაინას} დარტყმები განახორციელოს 200 მილის სიღრმეში რუსეთში და არ ვაძლევთ უფლებას იერიში მიიტანოს მოსკოვზე და კრემლზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, შეშფოთებულია თუ არა ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არის პირდაპირი მონაწილეობა ამ ომში".
„მას 40 წელზე მეტია ვიცნობ. ის არ არის წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ამ შეტევის შეჩერების გარეშე უნდა იბრძოლოს თავისი ქვეყნის გადასარჩენად.
ჩვენ არ ვსაუბრობთ მათთვის {უკრაინელებისთვის} იარაღის მიწოდებაზე მოსკოვზე, კრემლზე დასარტყმელად... მხოლოდ საზღვრის გასწვრივ, საიდანაც ისინი იღებენ დარტყმებს ჩვეულებრივი იარაღიდან, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შესაღწევად დაუკრაინელების დასახოცად, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი საფრანგეთში იმყოფება ნრმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად. ბაიდენი გეგმავს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა განიხილონ სამხედრო დახმარება.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება