არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე

საქართველო, თბილისი - 11:54 | 16.04.2024
ნანახია: 605

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე