ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
საქართველო, თბილისი - 14:52 | 15.04.2024 ნანახია: 4758მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოება იზრდება, იმატებს მოხმარების მაჩვენებელიც, რომელიც უმეტესწილად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ბაზრის მასშტაბზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ნორვეგიის მთლიანი ავტოპარკის 88%-ს ელექტრომობილები შეადგენენ, ეს მონაცემები ჩინეთში 29%-ია, დიდ ბრიტანეთში - 23%, ევროკავშირის ქვეყნებში კი - 21%.
რა ადგილი უჭირავს ამ რუკაზე საქართველოს? Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ 0.35%-ს შეადგენენ. თუმცა, თუ პროცესს დინამიკაში შევხედავთ, პოზიტიური ცვლილებები აშკარაა.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 15 000 ახალი ავტომობილი გაიყიდა, მათგან 550 ელექტრო. ეს ციფრი, 2022 წელს გაყიდულ ახალ ელექტრომობილებთან შედარებით, 37%-ით მეტია. მართალია, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო სურათზე საკმაოდ მცირეა, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა, რაც ძირითადად კერძო ბიზნესის აქტიურობას უკავშირდება.
2024 წელს ამ მონაცემების 180%-იან ზრდას ველოდებით. პარალელურად, ვზრუნავთ ეკოსისტემის განვითარებაზე და ვცდილობთ, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის სრული კომფორტი შევუქმნათ. როგორც იცით, Tegeta ერთადერთი კერძო კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელმაც ქვეყანაში დასამუხტი სადგურების ქსელის მოწყობა-გაფართოების ვალდებულება აიღო. ეს პროცესი წლების წინათ დავიწყეთ, 2023-დან კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივეცით და წლის ბოლომდე დედაქალაქსა და რეგიონებში 150 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ“.
იმ ქვეყნებში, სადაც საგადასახადო პოლიტიკა ელექტრიფიცირების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ელექტრომობილების წარმოებაც უფრო ინტენსიურია. ამას ემატება შეღავათები ეკომეგობრული ტრანსპორტის მფლობელებისათვის.
ელექტრომიმართულების პოპულარიზაციისთვის გარკვეული გადაწყვეტილებები საქართველოშიც მიიღეს, მათ შორის არის განბაჟების განსხვავებული გადასახადი და უფასო პარკირება. ჩამონათვალი ამ ეტაპზე დიდი არ არის.
თუმცა გაცილებით შთამბეჭდავია ის უპირატესობები, რაც ელექტრომობილს შიგაწვის ძრავიანი ავტომანქანისაგან განასხვავებს. ელექტრომოდელის ფლობა ბევრად მოგებიანია, თანაც რამდენიმე მიზეზით: ერთი მხრივ, იზოგება საწვავი, რაც ნაკლებ ფინანსურ ხარჯს ნიშნავს, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, ხელს უწყობს სუფთა გარემოს შენარჩუნებას.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ქარსის“ დირექტორი: „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრომობილს, ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით, ნაკლები ნაწილი აქვს, შესაბამისად, ინტენსიურ სერვისს არ საჭიროებს. თუმცა, ბუნებრივია, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაყიდვების შემდგომი სრული და მაღალხარისხიანი მომსახურება მიიღოს.
„თეგეტა ჰოლდინგსა“ და Tegeta Cars-ს ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალიზებული ცოდნა, პერიოდულად გადის გადამზადების კურსს და კონცენტრირებულია უშუალოდ ელექტრომობილზე.
თანამედროვე სტანდარტების შოურუმები, ენერგოეფექტური შენობები, დასამუხტი სადგურები და სათანადოდ მომზადებული გუნდი - ესენია მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ავტომწარმოებლები ითხოვენ და რომელთაც Tegeta Cars სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, იღებს უფლებას, მათ სამოდელო რიგში არსებული ელექტრომობილები ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს. ამის შესაძლებლობა ყველა დილერს არ აქვს“.
უსაფრთხოებითა და ეკომეგობრულობით გამორჩეული Volvo, გერმანული ავტოგიგანტი Porsche, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნა პირველი ელექტრომობილი, - ამ პრემიუმ ბრენდებთან ერთად, Tegeta Cars მომხმარებელს შედარებით ბიუჯეტური მწარმოებლების ელექტრიფიცირებულ ვერსიებსაც სთავაზობს. ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული Tegeta Cars-ის შვილობილი კომპანია Auto Gallery, რომლის პორტფელიც მრავალფეროვანია და, პრემიუმთან ერთად, შედარებით დაბალი საფასო სეგმენტის ავტომობილებსაც მოიცავს.
სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის ჩინეთის საუკეთესო საავტომობილო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის GEELY-ს შემოყვანა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული ექსკლუზიური თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და Tegeta Cars მომხმარებელს დღეს უკვე GEELY-ს ელექტრომობილებსაც სთავაზობს, სხვა მოდელებთან ერთად.
ამერიკული ფინანსური გიგანტის „გოლდმან საქსის“ კვლევით 2035-2040 წლებისათვის საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრული იქნება. თუმცა მსოფლიო რუკაზე პროცენტული მაჩვენებლები განსხვავებულად ნაწილდება: პირველ ადგილზე ევროკავშირია, მცირედით ჩამორჩება მას ამერიკის შეერთებული შტატები და ბოლოს ჩინეთია ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრით.
„სახელმწიფოს მხრიდან ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირებამ ჩინეთში ასობით კომპანია გააჩინა. თუმცა დიდმა ნაწილმა ევროპული და ამერიკული ბაზრების მოთხოვნები და უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა.
ელექტრომობილების ძირითადი ბირთვი ბატარეაა. დღემდე მათი დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება, თუმცა უსაფრთხო ელექტრომოდელის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა დიდი ინჟინრული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც, მაგალითად, ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლები წლებია აგროვებენ.
ამიტომაც ყოველი ახალი პარტნიორის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით და ვიწყებთ თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, რომლებსაც მაღალკვალიფიციური ინჟინრები ჰყავთ და ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს“, - პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.
ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს Geely Holding-ში შემავალი ბრენდი ZEEKR. სულ ცოტა ხნის წინ Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის კიდევ ერთი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩინური პრემიუმ ბრენდთან, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, სადილერო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ZEEKR 001 და ZEEKR X - პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
პოლიტიკა
- ნუ აბრალებთ სხვებს! "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - აშშ-ის საელჩო
- ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დასატოვებლად ემზადება - TV პირველი
- ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა
- დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი
საზოგადოება
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
- გასულ ღამეს აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - Visioner
- საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა
- შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები - სახალხო დამცველი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს