ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ოლაფ შოლცი
საქართველო, თბილისი - 18:02 | 12.04.2024 ნანახია: 976![](/img/uploads/news/prev/71110185.jpg)
ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია იყო და არის საქართველოსა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი.
„ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და მხარს ვუჭერდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, არის ძალიან გრძელი კატალოგი იმის, რაც გასაკეთებელია ჯერ კიდევ. იცით თქვენ ეს კრიტერიუმები, ცნობილია ის თქვენთვის და ეს საჭიროა სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიყვეს საქართველო ევროპის და ევროკავშირის მასშტაბს, აქვე შედის ინსტიტუციონალური რეფორმები, სამართლებრივი სახელმწიფოს რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
პოლიტიკა
- გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის - თინა ბოკუჩავა
- ჩვენ გვინდა, ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ ურთიერთობების გადატვირთვა, ამ ფონზე, კონტრპროდუქტიულია განცხადებები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთდა - ირაკლი კობახიძე
- 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის - ირაკლი კობახიძე
- ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქმეებისთვის - მხარდასაჭერ კამპანიას „თეგეტა ჰოლდინგი“ შეუერთდა
- 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
- დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
სამართალი
- გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე - სუს-ი
- ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
- ზურიკო დავითაშვილი ტექნიკური მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია - „სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი
- UEFA-მ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო
- გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა