სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
საქართველო, თბილისი - 17:51 | 03.04.2024 ნანახია: 1989- Volvo EX30-მა ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მოიპოვა
- Volvo EX30 მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის მოხვდა
ნიუ-იორკის საერთაშორისო „AUTO SHOW“-ზე Volvo EX30-ს 2024 წლის ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მიანიჭეს. ამავდროულად, ყველაზე კომპაქტური SUV-ი 38 ნომინანტიდან მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის დაასახელეს.
Volvo EX30 World Car Awards-ის ჯილდოზე პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. ავტომობილმა საყოველთაო აღიარება მაშინვე მოიპოვა. EX30 უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა წლის საუკეთესო ავტომანქანის წოდება „The Sun Car“-ის ვერსიით, წლის საუკეთესო კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა/ქროსოვერი „Sunday Times“-ის ვერსიით და წლის საუკეთესო ეკომეომარი ჟურნალ „Top Gear“-ის ვერსიით.
ჯიმ როუანი, Volvo-ს აღმასრულებელი დირექტორი: „EX30-ის მიერ მორიგი ჯილდოს მოპოვება სასიხარულო ფაქტი და ჩვენი ამბიციური, ელექტრიფიკაციის სტრატეგიის გაგრძელებაა. მოდელთან დაკავშირებით მომხმარებელთა რეაქციამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. დადასტურდა, რომ ის იდეალური ავტომობილია დღევანდელი ბაზრისთვის და მომხმარებელთა მოთხოვნებს სრულად პასუხობს - ელექტრომობილზე სულ უფრო მეტი მძღოლი გადადის. დარწმუნებული ვარ, რომ EX30 მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს განვითარებას.
EX30-მ გამოჩენის დღიდან მომხმარებელში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა - ჩვენი შეკვეთების პორტფელით თუ ვიმსჯელებთ, ველით, რომ წელს ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება. ეს არის ყველაზე კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა იმ მოდელებს შორის, რომლებიც ოდესმე შეგვიქმნია. ის აგებულია სპეციალურად შექმნილ ელექტრომობილის პლატფორმაზე. გარდა იმისა, რომ ავტომანქანას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს, წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნახშირბადის კვალის მინიმუმამდე შემცირებას“.
Volvo EX30-ის დამუხტვა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა გარე და აკუმულატორის მიმდინარე ტემპერატურა, დამტენის მოწყობილობა და აკუმულატორისა და თავად ავტომობილის მდგომარეობა.
EX30 კარგი შენაძენია Volvo-ს სამოდელო ხაზისთვის, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში რამდენიმე მიმზიდველ Plug-in ჰიბრიდულ და ზომიერ ჰიბრიდულ მოდელს მოიცავს. აღნიშნული ავტომანქანების წარმოება მნიშვნელოვანი ეტაპია Volvo Cars-ის ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები 2030 წლისთვის.
-------------------------------
Volvo Cars 2023 წელს
მთლიანად 2023 წლის განმავლობაში, Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი 2023 წელს რეკორდული იყო - 399,3 მილიარდი შვედური კრონა, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვმა ასევე რეკორდულ 708,716 ავტომანქანას მიაღწია.
Volvo Car Group-ის შესახებ
კომპანია Volvo Cars 1927 წელს დაარსდა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი "VOLCAR B"-ს სიმბოლოთი ივაჭრება.
„აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ“ - ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია, გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი - გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა