ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ გულშემატკივარს - ბექა ოდიშარია ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 18:42 | 22.03.2024 ნანახია: 1342„მერამდენე წელიწადია, 27 მაისსავე ვზეიმობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების - ჩვენი დიასპორის დღეს და მიხარია, სწორედ იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე, სწორედ ის დღეა, სადაც უკვე 8 წელია არცერთი არამც თუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდო გულშემატკივარს, არ მინახავს ზოგადად ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს.
„რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით - ინტერპელაცია. მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს როგორც სიტყვით, ასევე საქმით.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღებით მოუსმინა პარტია „ლელოს“ მიერ „ნაცებისთვის“ და კოლექტიური „ნაცებისთვის“ დაქირავებულ კონსულტანტს როზნერს, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად დიასპორის მიმართულება წარმოაჩინა.
„ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, რადგან დიასპორა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე, რადგან დიასპორა გაცილებით უფრო მგრძნობიარე და დაკვირვებულია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი. ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ მოამაგეს და გულშემატკივარს, ისინი ადვილად აიდენტიფიცირებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპყრობიან მერკანტილურად.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი გულწრფელად იღვწის იმისათვის, რომ შეიქმნას ბუნებრივი გარემო და გენერირდეს მიზიდულობის ძალა, რათა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდეთ ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი სამშობლოში. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით სოციალურ პაკეტებს, მუდმივად ვაუმჯობესებთ სერვისებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















