როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეს ემიგრაციაში გაურბიან, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე - თინა ბოკუჩავა
საქართველო, თბილისი - 15:46 | 22.03.2024 ნანახია: 1340„მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის - ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე. საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები მათ შორის, სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგია“, - ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
თინა ბოკუჩავამ საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„ბატონო ილია თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტო-სურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია იძულებით, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ადამიანები საზღვარგარეთ არა სამოგზაუროდ, არამედ, ფასების ზრდის და უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო არიან წასული.
„როდესაც ჩვენ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანები უხილავი არიან ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის უხილავი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი პრობლემებით და უპერსპექტივობით. არადა ესენი არიან რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებით, რომლებიც გარბიან იმისთვის, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები შეინახონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, საქართველოში დარჩენილი ოჯახების თითქმის 20%-ს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები ინახავენ. ანუ ყოველი მეხუთე ოჯახი საქართველოში ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრის გზავნილებით ცხოვრობს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 15%-ს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















