კიევში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 11:42 | 21.03.2024
ნანახია: 2588

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს თავდასხმის დროს 31 რაკეტა ჩამოაგდეს. "რაკეტები ჩრდილოეთიდან მოფრინდა, თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს 29 ფრთოსამი  რაკეტა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რუსებმა ისროლეს კიდევ ორი „ისკანდერისა“  და „კინჟალის» ტიპის ორი ​​ბალისტიკური რაკეტა.

კიევის სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმზღვანელის სერჰიი პოპკოს განცხადებით, კიევზე სარაკეტო დარტყმა 44-დღიანი პაუზის შემდეგ განხორციელდა. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

მისი თქმით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს; სვიატოშინსკის რაიონში ასევე დაფიქსირდა მრავალსართულიანი შენობის დაზიანება (ინფორმაცია საბავშვო ბაღის დაზიანების შესახებ არ დადასტურდა); პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები ჩაცვივდა არასაცხოვრებელი შენობის ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი შენობის სახურავზე, ასევე ცეცხლი გაუჩნდა სატრანსფორმატორო სადგურს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე