ემანუელ მაკრონი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ ინციდენტზე სიმართლის დადგენას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 19:16 | 01.03.2024
ნანახია: 771

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის გამო  და სიმართლის დადგენას და სამართლიანობას ითხოვს.

ემანუელ მაკრონი მომხდარ ტრაგედიაში ისრაელელი ჯარისკაცების ჩართულობის გამოძიებას ითხოვს, რომლებმაც ჭყლეტის დროს სროლა დაიწყეს.

"აღშფოთებული ვარ ღაზის სურათებით, სადაც სამოქალაქო პირები მიზანში არიან ამოღებულები. ვგმობ ამ სროლას და მოვითხოვ სიმართლეს, სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას" - დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ისრაელის ცნობით, სამხედროებმა იარაღი გაფრთხილების და ბრბოს დაშლის მიზნით რამდენჯერმე ისროლეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯარისკაცების და მათი გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

„ჰამასი” მომხდაზრე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. მათი მტკიცებით, ჭყლეტა სწორედ ისრაელელი ჯარისკაცების სროლამ გამოიწვია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე