საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მტკიცედ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები - რობინ დანიგანი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 28.02.2024
ნანახია: 647

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მტკიცედ, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხედრივარ ძალიან ბევრ ქართველს,  ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე