ევროპამ აღარ უნდა დაუშვას 1930-იანი წლების შეცდომები და რუსეთის შესაკავებლად გააფართოოს თავდაცვითი მრეწველობა - მეტე ფრედერიკსენი

საქართველო, თბილისი - 15:54 | 27.02.2024
ნანახია: 639

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ევროპამ აღარ უნდა დაუშვას 1930-იანი წლების შეცდომები და გააფართოოს თავდაცვითი მრეწველობა რუსეთის შეკავების მიზნით.

ამის შესახებ მან  Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

დანიის პრემიერის თქმით, ევროპამ უნდა შეზღუდოს სოციალური ხარჯები და გადასახადების შემცირება, რათა შეაკავოს რუსეთის მზარდი აგრესია თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსების  გაზრდით.

”მე ვხედავ უფრო აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში, არა მხოლოდ უკრაინაში. და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების ადგილი? თუ ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რისი მიღწევაც სურთ დიადი რუსეთის ხელახლა აშენებით?", - თქვა ფრედერიკსენმა.

„ჩვენ ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და მსოფლიოს დასავლეთ ნაწილში ზედმეტად ვიყავით კონცენტრირებულები გამდიდრებაზე და ამიტომაც შევქმენით დამოკიდებულება იმ ქვეყნებზე, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან“, - თქვა ფრედერიკსენმა.

დანია გახდა პირველი ქვეყანა G7-ის მიღმა, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის 10 -წლიან შეთანხმებას.

დანია არის კიევისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი მისი ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. უკრაინისთვის ახალი 247,4 მილიონი დოლარს მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ დანიამ გასულ კვირას გამოაქვეყნა.

ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ დანია უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს უახლოეს მონავალში მიაწვდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე