მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის
საქართველო, თბილისი - 10:49 | 27.02.2024 ნანახია: 634საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. იუწყება .Le Monde
მისი თქმით, გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია სიღრმეში დარტყმებისთვის.
მან ასევე მოუწოდა ევროპელებს აწარმოონ მეტი საბრძოლო მასალა.
ამასთან, მისივე თქმით, პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ ეს. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
კონფერენციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ევროკავშირის 20-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიანი, გაერთიანებული სამეფოს კი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი.
პოლიტიკა
- ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
- უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის 19 თანამოაზრეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შეერთებული შტატები დამატებითი სანქციებს გამოიყენებს - ენტონი ბლინკენი
- ნუ აბრალებთ სხვებს! "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - აშშ-ის საელჩო
საზოგადოება
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
- გასულ ღამეს აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - Visioner
- საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს