ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი - მამუკა მდინარაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 17:32 | 26.02.2024
ნანახია: 3312

ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ძალიან კარგია. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან კარგი, მეტი კომფორტი საქართველოს მოქალაქისათვის - მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, ისტორიული მოვლენაა, რომელსაც თავისი გვერდითი, კიდევ უფრო კარგი ეფექტებიც აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე