ჩინეთიდან უვიზოდ ერთი სოფელი რომ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე? - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 26.02.2024
ნანახია: 427

ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა,

„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ – ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე