Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრომობილი შემოიყვანა
საქართველო, თბილისი - 13:26 | 22.02.2024 ნანახია: 2613მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ შემოიყვანა.
Autogallery - რომელიც ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ელექტრომობილების რეალიზაციას ახორციელებს, მუდმივად ცდილობს, ახალი, ინოვაციური ბრენდები შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ახალი ბრენდის საქართველოში გამოჩენაც.
Zeekr-ი GEELY Group-ის მიერ შექმნილი პრემიუმ ბრენდია, რომელიც სრულად ელექტრულ ავტომობილებს აწარმოებს. ელექტრომობილის პირველი მოდელი Zeekr 001 ოფიციალურად 2021 წელს გამოვიდა.
ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „Zeekr 001 ზუსტად ის ავტომობილია, რომელიც Autogallery-ს პროფილს შეესაბამება - პრემიუმ ელექტრომობილი, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთი ტესტდრაივია იმისთვის საკმარისი, რომ მისი მართვის დროს გამოცდილი ემოციები არასდროს დაგავიწყდეს. 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3.8 წამია საჭირო. მისი ინტერიერი და ექსტერიერი უნიკალური და გამორჩეულია. Zeekr 001-ს ყველაფერი აქვს, რაც მომავლის ავტომობილს სჭირდება. მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარანტიო მომსახურებაა. Autogallery მომხმარებლებს Zeekr 001 YOU 100KWH(Z Sport)-ის შეძენის შემთხვევაში 2-წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.
საინტერესო ფაქტია, რა დაშიფრა GEELY-მ Zeekr-ის სახელწოდებაში: Zeekr: Z - არის ნული და ნიშნავს ნულიდან დაწყებას, განვითარების შესაძლებლობებს; E - ელექტრული; E - ევოლუცია; სიმბოლურად განასახიერებს ელექტროენერგიით გამოწვეული ეპოქის ევოლუციას; Kr - (კრიპტონი) ქიმიური ელემენტი - იშვიათი გაზი.
რაც შეეხება თავად ავტომობილს - Zeekr 001 YOU 100KWH (Z Sport) Autogallery-ს შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი სპორტულ ხასიათსა და შესანიშნავ ექსტერიერს აერთიანებს. ელექტრომობილის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 686 ნმ.მ.. ZEEKR 001 YOU-ს ერთი სრული დამუხტვით 656 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას კი 3.8 წამი სჭირდება.
ავტომობილის ექსტერიერთან ჰარმონიულადაა შერწყმული ინტერიერიც, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დეტალებითა და კომფორტით. Zeekr 001 ცნობილია ფუნქციონალური დეტალებით და ძვირადღირებული, მდგრადი მასალების გამოყენებით.
კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და ექსკლუზიურობას Yamaha-ს აუდიოსისტემა ქმნის. უკანა კლიმატკონტროლი დამატებითი სენსორული ეკრანით კონტროლდება, რომელიც წინა სავარძლების საზურგეებს შორის მდებარეობს.
ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, დაწყებული ბრმა ზონების კონტროლიდან, დასრულებული პარკირების ასისტენტის ფუნქციით. Zeekr-ის უსაფრთხოების სისტემები შვედური ვოლვოს შთაგონებით შეიქმნა და ინტეგრირდა ავტომობილში.
ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, თავად გამოცადოს გამორჩეული ელექტრომობილის შესაძლებლობები. Zeekr 001-ის შეძენა Autogallery-ს შოურუმშია შესაძლებელი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა