პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:22 | 22.02.2024 ნანახია: 1081
,,გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნება იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი შეასრულა.
,,ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე, თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტები; შევქმენით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა; ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, არაერთი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა საქართველოს წინსვლის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები მხარე ინფორმირებული ყოფილიყო.
,,შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათ პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით - ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად.’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დაფასდა ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით თავისი წვლილი შეიტანა ამ მიზნის მიღწევაში. ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე,’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















