პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 13:58 | 13.02.2024
ნანახია: 1044

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულასთან" ადატურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, საქართველოდან მიუნხენში კიდევ ერთი დელაგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე