ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 14:59 | 09.02.2024
ნანახია: 854

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მათი ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.

"ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე