ქობულეთში შშმ ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 09.02.2024
ნანახია: 2552

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე