ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 21:57 | 08.02.2024
ნანახია: 2254

ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა. იტყობინება "რუსთავი 2".

უბედური შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე