უკრაინელებმა რუსული Ka-52-ის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 15:59 | 08.02.2024
ნანახია: 998

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს.

ტარნავსკის ცნობით, უკრაინამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი 7 თებერვალს ჩამოაგდო.

მისივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ნოვოპავლოვსკის, ავდიივისა და ორიხოვის მიმართულებებზე. 

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დღემდე 325 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე