ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 02.02.2024
ნანახია: 3026

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას.

ნატა ფერაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე