ლარი ევროსთან გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 02.02.2024
ნანახია: 8576

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.

2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.83 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6688 ლარი შეადგინა.  

ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9042 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 თებერვალს ამოქმედდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე