საია ნატა ფერაძის დაპატიმრებას გაასაჩივრებს

საქართველო, თბილისი - 18:36 | 02.02.2024
ნანახია: 3146

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რომელიც ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს, პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

"მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას.

ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე