ისრაელის არმიამ ჯაბალიაში „ჰამასის“სამეთაურო ცენტრი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 05.12.2023
ნანახია: 1374

ისრაელის არმიის განცხადებით, მისი ძალები უფრო ღრმად მიიწევენ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რომელსც მან ალყა შემოარტყა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს იმ სიმაგრეებზე, საიდანაც „ჰამასი“ თავდასხმებს ახორციელებდა. მათივე ცნობით, დაიკავეს „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი და აღმოაჩინეს სათვალთვალო მასალები, იარაღი და რუკები.

ღაზის სექტორის სამხრეთით ისრაელის ტანკები და ჯავშანტექნიკა აღმოსავლეთიდან  ქალაქ ხან იუნისს უახლოვდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთიდან ქალაქისკენ მიმავალი მთავარი გზა ბრძოლის ველია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე