საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 17 ნოემბერს „ფერმერის დღე“ გაიმართა
საქართველო, თბილისი - 18:58 | 20.11.2023 ნანახია: 11624![](/img/uploads/news/prev/95069197.jpg)
17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი. სულ ნომინირებული იყო 25 ბიზნესი და გამარჯვებულია 9
ნომინაციები კი ასე გამოიყურებოდა:
- წლის ფერმერი - რევაზ ბერიძე, რძის გადამუშავება, ყველის დამზადება, სამცხე-ჯავახეთი.
- ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - ირაკლი ხუტურიძე, გუდის ყველის წარმოება, კახეთი.
- წლის აგროტურისტული ობიექტი - მარიანა ბალასანიანი, საოჯახო სასტუმრო, სამცხე-ჯავახეთი.
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მქონე აგრობიზნესი - ბესარიონ ჯანგირაშვილი, ჩირის წარმოება, მცხეთა-მთიანეთი.
- წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი - ზურაბ სადათერაშვილი, ლოკოკინების ფერმა,მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, სამცხე-ჯავახეთი.
- ფერმერი საოკუპაციო ხაზთან - ზუკა მახარაშვილი, სასათბურე მეურნეობა, შიდა ქართლი.
- წლის აგრიტექ პროექტი - ზვიად მირიანაშვილი, ლურჯი მოცვის წარმოება, გურია.
- წლის ქალი ფერმერი - ნათია ღურწკაია, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მერძევეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
- ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაცია - გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი - გიორგი ხითარიშვილი, მემცენარეობა, სამცხე-ჯავახეთი.
ღონისძების ოფიციალურ ნაწილს, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვართ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და თანაც აგრომიმართულებით. ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამ შორმის დაფასება. მინდა მივულოცო თვითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდო“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.
ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი, სანტე, თელიანი ველი, Soplidan.ge და სხვა.
პოლიტიკა
- გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის - თინა ბოკუჩავა
- ჩვენ გვინდა, ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ ურთიერთობების გადატვირთვა, ამ ფონზე, კონტრპროდუქტიულია განცხადებები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთდა - ირაკლი კობახიძე
- 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის - ირაკლი კობახიძე
- ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქმეებისთვის - მხარდასაჭერ კამპანიას „თეგეტა ჰოლდინგი“ შეუერთდა
- 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
- დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
სამართალი
- გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე - სუს-ი
- ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
- ზურიკო დავითაშვილი ტექნიკური მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია - „სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი
- UEFA-მ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო
- გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა