სად გინახავთ ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება? ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, არ მოხდება - თემურ ალასანია

საქართველო, თბილისი - 11:44 | 20.11.2023
ნანახია: 2087

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წართმეული ტერიტორიების მარტო მშვიოდბიანი გზით დაბრუნება არ ხდება. 

„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ არა, აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია. მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა თემურ ალასანიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე