გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით
საქართველო, თბილისი - 16:47 | 17.11.2023 ნანახია: 2000
ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სტიპენდიების პროგრამა იკავებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ისინი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.
საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სადაც სტიპენდიის მოპოვება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და მისი დეკანის რეკომენდაცია. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს კი ჩაუტარდებათ გასაუბრება GAU-ს და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
“GAU-ის ხუთივე ფაკულტეტი თანაბრად იქნება ჩართული ამ პროექტში და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩვენი ყველა სკოლის სტუდენტს ექნება. ჩვენთვის მთავარია თითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორც საქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, “შესაძლებლობები უსაზღვროა”, მთავარია მას მიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენი მისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაში დავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარ საქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზე ეფექტური, სტრატეგიულ შედეგზე ორიენტირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ ცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს”, - აღნიშნავს GAU-ის განვითარების სამსახურის უფროსი, გია ჩქოფოია.
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. რადგან ჩვენ გვჯერა განათლების ძალის და იმის, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. ამიტომ, ჩვენ შევქმენით საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ათეულობით სტუდენტს 100%-ით ან ნაწილობრივ სწავლას დაუფინანსებს და მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, GAU აპლიკაციების მიღებას თებერვალში დაიწყებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მარტში გახდება ცნობილი. გამარჯვებულ სტიპენდიატს სწავლა ერთი წლით დაუფინანსდება და გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ში სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით განსხვავებულია, სტიპენდიის მოცულობა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, იდეათეკა, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















