ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 10:38 | 17.11.2023 ნანახია: 809
ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
„მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე.
შეკითხვას - რაში გდებთ ბრალს? სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.
„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.
პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თითქმის სამი წელია ბიძინა ივანიშვლთან კონტაქტი არ ჰქონია.
„ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება.
„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.
მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება - ლევან ხაბეიშვილი
- ოპოზიციამ საკუთარ შეცდომებს უნდა გადახედოს, იმავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეცდომებისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევთ - მიხეილ სარჯველაძე
- მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, არც ვუშვებთ ამას, ჩვენ შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად - მიხეილ სარჯველაძე
- რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ წარმოედგინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ისიც ვერ წარმოედგინათ, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა, ეს მათთვის შავი დღე იყო - მამუკა მდინარაძე
საზოგადოება
- კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საქართველოს ბანკისგან საჩუქრად ლუპის პრემიუმ პაკეტი გადაეცემა
- საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე - ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა იმართება
- 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა
- გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით
სამართალი
- დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში 40 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა
- პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალზე ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტებზე კახა აბუაშვილს გირაო შეეფარდა
- „დირიჟორი“ - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO
- ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ესპანური მედია
ეკონომიკა
- უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა“ ,,საქართველოს ბანკთან“ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
- შექმენი Black Friday შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის საშუალებით
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Green Waves 210 ჰექტარზე ნუშის ბაღებს გააშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 17 ნოემბერს „ფერმერის დღე“ გაიმართა
მსოფლიო
- უკრაინა სტრატეგიულ ჩიხშია, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს - ოლექსეი არესტოვიჩი
- თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოახდინოს - Reuters
- ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე „ჰამასის“ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება - ჯო ბაიდენი
- მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ერთდროულად ისხდნენ ორ ან მეტ სკამზე, ემსახურონ რამდენიმე ბატონს, ერთ-ერთი მათგანია სომხეთი - ილჰამ ალიევი
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია